15-10-2018, 14:20
231
  • ლიგა ენდესას მე-4 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" საკუთარ მოედანზე 89:76 დაამარცხა "გრან კანარია".

    შერმადინი ჩინებულად გაისარჯა: თამაში სასტარტოში დაიწყო, 24:23 წუთში 17 ქულა ჩააგდო (10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.

    გიორგიზე უფრო შედეგიანი მხოლოდ მისი თანაგუნდელი ხაიმე ფერნანდესი გახლდათ (22 ქულა), რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 24 იყო და მატჩის MVP გახდა.

    "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე 3 გამარჯვება მოიპოვა, მე-4 ადგილზე დამკვიდრდდა და 20 ოქტომბერს სტუმრად "მანრესას" შეხვდება.
    скачать dle 12.0