15-10-2018, 14:19
352
  • ლიგა ენდესას მე-4 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მადრიდში 110:60 გაანადგურა "ფუენლაბრადა".

    სტუმრებმა პირველი მეოთხედი 31:8 მოიგეს, გამარჯვებულის ვინაობა მაშინვე გაირკვა და მწვრთნელს გუნდის კაპიტანი შენგელია ბოლომდე არ დაუტვირთავს.

    შენგელიამ 19:14 წუთში 9 ქულა ჩააგდო (2-დან 0 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა ბურთი და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

    საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 15:10 წუთში 12 ქულით შეეწია თავის გუნდს (1-დან 0 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი) და 1 პასი მიითვალა.

    ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით მათი თანაგუნდელი დარუნ ჰილიარდი იყო, რომლის მარგიქმედების კოეფიციენტი 28 გახლდათ და მატჩის MVP გახდა.

    "ბასკონიამ" ჩემპიონატის სტარტზე 4-დან 3 მატჩი მოიგო, მე-3 ადგილზეა და 21 ოქტომბერს "მურსიას" უმასპინძლებს.скачать dle 12.0