15-10-2018, 14:10
314

  • " როცა ბურთის გარეშე თამაშობ, მთელი ყურადღება გადატანილია დაცვაზე და ჩვენი ნაკრებიც ასე იქცეოდა. უნდა ვთქვა, რომ კარგად დავიწყეთ თამაში და პირველი ნახევარში მოვახერხეთ მეტოქის განეიტრალება, თუმცა მატჩი 90 წუთი გრძელდება და ჩვენ დავმარცხდით. ჩემმა ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინეს, მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

    საქართველო ერთ-ერთი ფავორიტია ლიგაზე და მათ საკუთარი თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. თქვენი ნაკრები არამარტო ჯგუფისმოგებას, არამედ ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს, რაც ავტომატურად გაგიყვანთ ევროპის ჩემპიონატზე. 

    ვფიქრობ, თქვენი ნაკრები უფრო წინ დგას ვიდრე ანდორის ნაკრები, გვქონდა თამაშის მიმდინარეობის ცვლილების გეგმა, თუმცა ეს სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. 

    მთელი წლის განმავლობაში ჩვენმა ნაკრებმა ექვსი თამაში წარმატებულად ჩაატარა, თუმცა ამჯერად ჩვენ მარცხი განვიცადეთ და ეს სამწუხაროა."скачать dle 12.0