14-01-2019, 22:43
2 145
  • თვითმკვლელობის მორიგი ფაქტი თბილისში -19 წლის ახალგაზრდამ თავი სახლში ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი წალენჯიხის რაიონის სოფელ ფანხულანიდან იყო და ის დასთან ერთად, თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდა. 

    როგორც „რეზონანს“ ადგილობრივები უყვებიან, ახალგაზრდა დასთან ერთად დედაქალაქში სწავლობდა და მას საკმაოდ ნიჭიერ და დადებით ადამიანად ახასიათებენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრანტია და საზღვარგარეთ მუშაობს. 

    მათთვისაც გაუგებარია რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. ისინი გარდაცვლილის მხრიდან აზარტული თამაშისკენ მიდრეკილებას ან ვალების არსებობას გამორიცხავენ. 
    ფახულანის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ჯონი ბობოხია „რეზონანსთან“ ყვება, რომ გარდაცვლილი საკმაოდ სხარტი აზროვნების დ კომუნიკაბელური ახალგაზრდა იყო. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მას რაიმე პრობლემები ჰქონოდა. 

    პირიქით, გამგებელი ამბობს, რომ ემიგრაციაში მცხოვრები დედა შვილებს არაფერს აკლებდა და მათზე მშობლები განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. 
    ახალგაზრდამ თავი საკუთარ ოთახში ჩამოიხრჩო. ის უკვე გარდაცვლილი დამ იპოვა. 
    „საკმაოდ კარგი ახაგაზრდა იყო. მის შესახებ რაიმე უარყოფითის თქმა გამიჭირდება. ოჯახიც შოკშია, არავინ იცის რატომ ჩაიდინა ეს. როგორც ყვებიან, მამასთან კომპიუტერით უსაუბრია, უთხოვია - ფული მჭირდება და გადმომიგზავნეო. მამამისმაც მაშინვე გადაუგზავნა. ამ საუბრის შემდეგ კი ოთხი საათი იყო გასული, ოთახში შესულა და თავი ჩამოუხრჩვია. 

    „დაც სახლში ყოფილა. უკვე გარდაცვლილი მას უპოვია. დედა ემიგრანტია, საზღვარგარეთ მუშაობს. ორივე და-ძმა სტუდენტები არიან და თბილისში ნაქირავებელ სახლში ცხოვრობდნენ. არც აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და არც რაიმე სხვა პრობლემები ჰქონია. ოჯახს უხასიათობაც კი არ შეუმჩნევია, რომ რაიმე ეჭვი გასჩენოდათ. 

    „ძალიან მძიმე ამბავია. არ ვიცი რა ვთქვა. მშობლები ზედ იყვნენ გადაყოლილი და რა უნდა გამხდარიყო ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რთული სათქმელია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ჯონი ბობოხია. 
    შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს ,რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.0