14-04-2019, 12:17
15 712



  • რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ძალოსანი ლაშა ტალახაძე სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა და მას “არარაობა” უწოდა.

    “გული მწყდება მსოფლიო რეკორდსმენზე, ლაშა ტალახაძეზე, რომელიც დასრულებულია ჩემთვის ამ კლიპის შემდეგ. მამაჩემიც რომ ყოფილიყო, ისიც დასრულდებოდა. აღარც მისი რეკორდები მაინტერესებს, აღარც მისი სპორტში წარმატებები. არც წარმატებას ვუსურვებ, აღარ არსებობს ის ჩემთვის. აბსოლუტურად ნულოვანია ჩემთვის, პირადად, ნიკა გვარამიასთვის.

    ჯერ სამშობლო, ჯერ პატრიოტიზმი და მერე სპორტი და მიღწევები. ლაშა ტალახაძეს იმიტომ კი არ ვგულშემატკივრობ, რომ ლაშა ტალახაძეა და ვინმეა, იმიტომ, რომ ქართველია და ჩვენი სამშობლო უნდა ესახელებინა. ამის მერე, რატომ უნდა ვუგულშემატკივრო და ვინ არის საერთოდ ჩემთვის? არავინ, არარაობა. არასოდეს არ ვუგულშემატკივრებ, პირობას ვდებ და არც წარმატებას არ ვუსურვებ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ მის ადგილზე სხვა უფრო ნიჭიერი სპორტსმენი აღიზრდება და იგი აღარ წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო პაექრობებში”, – განაცხადა გვარამიამ.

    სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ვიდეორგოლში მონაწილეობა ლაშა ტალახაძესთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილმა სხვა ადამიანებმაც მიიღეს, მათ შორის იყვნენ მსახიობები და მომღერლები.


    скачать dle 12.0