9-04-2019, 23:12
8 614


  • სახ­ლი, რო­მელ­შიც გია ბა­ღაშ­ვი­ლი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძეს­თან და ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რია, თუმ­ცა ხე­ლო­ვან­თა ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად აქ მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ გად­მო­ვი­და. ალ­ბათ სუ­ლაც არაა გა­საკ­ვი­რი, რომ ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბი­სას 4 შვი­ლის მშობ­ლებ­მა უპირ­ვე­ლე­სად ბავ­შვე­ბის კომ­ფორ­ტის სა­კი­თხი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ბი­ნაც ისე მო­ა­წყვეს, რომ პა­ტა­რებს სა­თა­მა­შოდ დიდი სივ­რცე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. ნა­ხა­ტე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ოც­ნე­ბო ოთა­ხი შვი­ლებს რე­ა­ლო­ბად უქ­ცი­ეს და მხო­ლოდ სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ცე­მის შემ­დეგ აჩ­ვე­ნეს.
    გია: - ეს ბინა ჩემი მშობ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი გახ­ლავთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რებთ. მე და თა­მუ­ნა 2009 წელს დავ­ქორ­წინ­დით. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჯერ სახ­ლის დამ­თავ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით, შემ­დეგ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. მალე ერთი წელი გახ­დე­ბა, რაც გად­მო­ვე­დით.
    ბინა ჩემს მშობ­ლი­ურ უბან­ში, ვა­კე­შია, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე. ვა­კე­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი და ცხა­დია, აქა­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. ჩემი მშობ­ლე­ბიც ჩვენ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. პა­ტა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რი­ათ ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა. გარ­და ამი­სა, სკო­ლაც და ბა­ღიც ახ­ლოს არის სახ­ლთან და ძი­რი­თა­დად ფე­ხით დაგ­ვყავს ხოლ­მე. ჩვენ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო ამ ბი­ნა­ში გად­მოს­ვლა. მით უფრო, რომ ეს პრო­ცე­სი ჩვე­ნი მე­ო­თხე გო­გო­ნას, ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბას და­ემ­თხვა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აქ ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს ბინა მთლი­ა­ნად ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.
    თა­მუ­ნა: - ერ­თა­დერ­თი დე­ტა­ლი, რის შეც­ვლა­საც სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ, არის ვე­რან­დის მო­წყო­ბა.

    - რე­მონ­ტი თქვენ თვი­თონ გა­ა­კე­თეთ თუ დი­ზა­ი­ნე­რი გყავ­დათ?
    გია: - რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი.
    თა­მუ­ნა: - ჩვენ­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბა, რა­შიც გიას დედა და და დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ასე­ვე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი მე­გობ­რის, ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ნიკა სე­ბის­კვე­რა­ძის რჩე­ვე­ბი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბიскачать dle 12.0