31-03-2019, 21:58
15 948


  • ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, აპრილის თვე საქართველოსთვის ისტორიულად დაძაბული პერიოდია. ასტროლოგი აპრილის გამოწვევებსა და ფავორიტებზე "დაიჯესტთან" საუბრობს.

    "აპრილის თვე არასტაბილურია რასაც განსაკუთრებით შეიგრძნობენ სუსტი ფსიქიკის და ფსიქოემოციური ხასიათის მქონე ადამიანები. 20 რიცხვამდე სანამ მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს გაძიერდება ცეცხლის ენერგია, მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები ნათესაურ, პირად და ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში. კონფლიქტები გახდება ძველი კავშრების გაწყვეტის მიზეზი და თებერვალ-მარტში წარმატებით დაწყებულ პროექტს და ურთიერთობებს შესაძლოა შეექმნას სერიოზული წინააღმდეგობები, რის გამოც ისინი ვერ განხორციელდება.
    20 აპრილამდე პერიოდში წინ წაიწევენ ისინი ვისაც ენებათ, ზუსტი მიზნები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმები.
    ამ ხნის განმავლობაში შესაძლოა თავი იჩინონ ახალმა თამამმა პროექტებმა მაგრამ ისინი არასწრი სტრატეგიისა და უყურდღებობის გამო ვერ განხორციელდებიან.
    7-დან 15 აპრილის ჩართვით გაიზრდება სახელმწიფოსა და ხალხს შორის დაძაბულობა რასც მოჰყვება გაფიცვები და გამოსვლები.
    20 აპრილოდან დედამიწის ენერგო ველი დამშვიდდება. მზე გადაინაცვლებს უფრო მშვიდ და კეთილგანწყობილ კუროს ზოდიაქოს ნიშანში. ეს იმოქმედებს ადამიანთა ფსიქოემოციურ საქციელებზე. ურთიერთობები უფრო მშვიდი და კეთილგანწყობილი გახდება, ეს პერიოდი კარგია ფინანსური სისტემებისთვის. მაგრამ აპრილის ბოლო დრეები 27 აპრილიდან პერიოდი იქნება ძალიან დაძაბული.
    რაც შეეხება ფავორიტებს 20 აპრილამდე ფავორიტები არიან ვერძები მშვილდოსნები და ლომები, ნორმალური პერიოდი აქვთ სასწორებსა და ტყუპებს დანარჩენებს კი სიფრთხილე მოეთხოვებათ. ხოლო 20 აპრილის შემდეგ მთავარი ფავორიტი იქნება კურო ქალწული და გამოცოცხლდეა თხის რქაც", - ამბობს ცაგარელი.

    скачать dle 12.0