რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანებები იბადებიან ამ ნიშნით?

14 რამ, რასაც 20 წლის ასაკში აკეთებდით და 30 წლის ასაკში ინანეთ

კანადაში მარიხუანას მარაგი კანონის ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში იწურება

TOP მოთამაშე

  • ნეიმარი
  • TOP სიახლეები

    რეკლამა

    რისი წელი მოდის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით და როგორი ადამიანებები იბადებიან ამ ნიშნით?

    2019 წლის პირველ იანვარს ღორი შემოღრუტუნდება ჩვენს ცხოვრებაში. ღორი მმართველი ნიშანი იყო 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007 წლებშიც. 
    ღორის წელში დაბადებულები რაინდული თვისებებით, გულისხმიერებითა და პატიოსნებით გამოირჩევიან. ღორი ძალიან დიდსულოვანი და კეთილია. ამავდროულად, - გულუბრყვილო და მიმნდობი, ამიტომ იმავეს მოელის სხვისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშანი ხშირად ატყუებინებს სხვებს თავს, ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ეგუება. მას იშვიათად ახასიათებს ვინმესთან შეჯიბრის ან ქიშპობა.

    ვერძი ღორი - სიცოცხლისმოყვარული, ოპტიმისტი და მხიარული ადამიანია. ვერძ-ღორს ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა ახასიათებს. მას არ უყვარს საკუთარი აზრის შეცვლა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვინმე დაუმტკიცებს, რომ ცდება.

    კურო ღორი - იგი იმ ადამანთა რიცხვს მიეკუთვენება, ვინც თავის ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს. კურო-ღორი კარგი ფინანსისტი და მუყაითი მშრომელია. მას შეუძლია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს თავაუღებლად, მისი ოჯახის წევრებისთვის კომფორტული საარსებო გარემოს შესაქმნელად.

    ტყუპი ღორი - მოუსვენარი, ცვალებადი და საკმაოდ პრეტენზიული ნატურაა. ტყუპი-ღორი გამუდმებით ცდილობს წონასწორობის დაცვას ოჯახსა და პროფესიულ ინტერესებს შორის, თუმცა, როგორც წესი, ორი კურდღლის დევნაში ხშირად ვარდება ნევროზულ მდგომარეობაში, რაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას უძაბავს. 

    კირჩხიბი ღორი - იშვიათი კომბინაციაა, რომელიც სასიამოვნო და უკონფლიქტო პიროვნებას აყალიბებს. კირჩხიბი ღორი ერიდება გაუგებრობებსა და ჩხუბს. დაბადებიდან მეოჯახე და მზრუნველი, ცხოვრების აზრს შვილებსა და მეუღლეში ხედავს. 

    ლომი ღორი - ამბიციური, შრომისმოყვარე და კარგი ორგანიზატორული უნარით დაჯილდოებული ნიშანია. ის ხშირად ახერხებს ცხოვრებისეული მიზნების ასი პროცენტით შესრულებას. ამ ადამიანს კარგად ეხერხება უფროსობა და კოლექტიური საქმის კეთება. ისე, რომ თანამშრომლების მხრიდან პატივისცემა და მოწიწება არ დაკარგოს.

    ქალწული ღორი - საკმაოდ რთული კომბინაციაა, რომელიც მარტოსულ, მაგრამ დამოუკიდებლობის მოტრფიალე პიროვნებას აყალიბებს. ქალწული ღორი, ხალხმრავლობას გაურბის, თუმცა მას აუცილებლად ესაჭიროება გვერდით კერთგული პარტნიორი, რომელსაც საკუთარ მისწრაფებებს გაუზიარებს.

    სასწორი ღორი - ხშირად ნიჭიერი, მაგრამ განსაკუთრებულ ამბიციურობას მოკლებული ადამიანია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებამ რაიმე გამორჩეული ტალანტით დააჯილდოვა, იშვიათად ცდილობს მის რეალიზებას და ფართო საზოგადოების წინაშე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. 


    მორიელი ღორი - ძალაუფლებისმოყვარე, ჯიუტი და უზომოდ პრინციპული ადამიანია. მას სიამოვნებს სხვებზე მბრძანებლობა და ამას არც არასოდეს მალავს. მორიელ-ღორს შეუძლია საკუთარი საქმე ფანატიკურად უყვარდეს და იგი ცხოვრების აზრად აქციოს.



    მშვილდოსანი ღორი - გულუხვი, კეთილი და მეგობრული ადამიანია. თუმცა თვისება გამუდმებით ეძებოს გარშემო მყოფებს შორის მხარდამჭერი და თანამოაზრე, ხშირად აიძულებს ამ ადამიანს, თავი  მოიტყუოს.



    თხის რქა ღორი - მზრუნველი, მომთხოვნი და უზომოდ მიზანსწრაფული ადამიანია. იგი ადრეული ასაკიდან იწყებს შრომას საკუთარი თავისა  და ოჯახისთვის მყარი ფინანსური საფუძველის  შესაქმნელად. 


    მერწყული ღორი - ერთი შეხედვით გულუბრყვილო გარეგნობის მიღმა, ამბიციებსა და ეპატაჟურ ნატურას მალავს. ის შინაგანად მომთხოვნი და პრაგმატულია, კარგად იცის, როგორ აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილას.



    თევზები ღორი - ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა. თევზების კაცთმოყვარე, მოსიყვარულე ბუნებასთან ერთად, ღორისთვის დამახასიათებელი სტაბილურობა და სიდინჯე შესანიშნავ პიროვნებას აყალიბებს.скачать dle 12.0
  • ავტორი: shadow
  • კომენტარები: 0
  • სახელი:*
    მაილი:
    შეიყვანეთ კოდი *
    Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

    რეკლამა

    რეკლამა

    რეკლამა

    რეკლამა