22-10-2015, 10:38
3 435
  • 30 წლის ასაკში მხოლოდ 2 საათი გძინავს. უწყრები მშობლებს, რომლებიც ჭკუას გარიგებენ. გადახვედი საცხოვრებლად ბოიფრენდთან/დაქალთან. სვამ ბევრ ყავას, მიირთმევ ფასტფუდს... 

    ხანმოკლე კავშირები - ნაცნობობა, პაემანი, სექსი 20 წლის ასაკში ნორმალურია, მაგრამ 30 წლისას სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა გჭირდება. 


    უძილობა - პარასკევს ბარში წასული შეიძლება შინ ორშაბათს გამთენიისას დაბრუნდე. მაგრამ 30 წლის ასაკში ერთი უძილო ღამე უქმეებზე და მკვდარივით იქნები სამსახურში. 

    ფასტფუდი - ჰამბურგერით და ფრით სადილობა საზიანოა, თუ არ გსურს 40 წლისთვის მსუქან დედაკაცს დაემსგავსო

    უაზრო საუბარი - (ტელეფონით, საერთოდ) ასაკის მატებასთან ერთად დროს ვეღარ მოკლავ უაზრობაზე. 

    დაგვიანება - პატარას ყველაფერი ეპატიება, მაგრამ 30 წლის ასაკში ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა უნდა გქონდეს. 

    შვებულება არაკომფორტულად - სტუდენტურად კარავში ღამის გათენება სახალისოცაა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, როცა დასასვენებლად წასვლამდე ჩემოდანში ნახევარ სახლს ჩატენი, არაკომფორტულად დასვენება გაგიჭირდება. 

    მომენტალური ფოტო - 20 წლის ასაკში ნაკლებად გაღელვებს, როგორ გამოდიხარ ფოტოზე. ასაკის მატებასთან ერთად გსურს, კადრში სექსუალური და ლამაზი იყო.

    უცხოს მანქანაში - ენდობი ყველას და არ გეშინია საღამოს უცხო ადამიანთან მანქანაში ჩაჯდომის. 30 წლის ასაკში ამოწმებ ტაქსის ნომერს და იცავ უსაფრთხოების ყველა ზომას. 

    გადარბენაზე ჭამა - მართალია, 30 წლის ასაკშიც შეიძლება გქონდეს გადარბენა, მაგრამ საკვები უნდა მიიღო ჯანსაღი, სასარგებლო და ნელა ჭამო.

    უსიამოვნება მშობლებთან - 20 წლის ასაკში მათი რჩევები ნერვებს გიშლის. წლების მატებასთან ერთად უფრო ხშირად გარბიხარ მათთან რჩევის საკითხავად. 

    საერთო საცხოვრებელი 
    - ახალგაზრდობაში უცხო ადამიანების გვერდითაც შეგიძლია იცხოვრო ერთ ოთახში, მაგრამ 30 წლის ასაკში საკუთარი ოთახი, ბინა გჭირდება, სადაც უცხოებს (ნაცნობებსაც კი) ასე ადვილად აღარ შეუშვებ. 

    ინტერნეტნაცნობობა - მხოლოდ წლების მატებასთან ერთად მიხვდები, რომ რეალურ ემოციებს ვირტუალური კავშირი ვერ შეგიცვლის. 

    ფულის ფლანგვა - ის ფული, რომელიც მშობლებმა მოგცეს, შეგიძლია წამში დახარჯო, მაგრამ საკუთარი შრომით გამომუშავებულს ასე ადვილად ვერ შეელევი. 

    სამოსი - 20 წლის ასაკში ნაკლებად აქცევ ყურადღებას, რა გაცვია სასწავლებელში, წვულებაზე, შინ... ასაკის მატებასთან ერთად უნდა გამოგიმუშავდეს საკუთარი სტილი. 
    скачать dle 12.0