21-10-2015, 18:46
4 175
  • კანადაში მარიხუანას მარაგი კანონის ამოქმედებიდან 2 დღეში იწურება. ამის შესახებ "ინდეფენდენთი" წერს.

    მარიხუანას მაღაზიებს პოლიცია ეხმარება იმ მომხმარებლების დამშვიდებაში, რომლებიც მარიხუანასთვის რიგებში იდგნენ და მარაგის ამოწურვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

    როგორც ტორონტოს პოლიციის ყოფილი უფროსი, ბილ ბლერი ამბობს, კანადამ ვერ შეძლო მარიხუანას საჭირო რაოდენობა უზრუნველყო ქვეყანაში. 

    შეგახსენებთ, გასულ კვირას კანადა გახდა მეორე ქვეყანა მსოფლიოში ურუგვაის შემდეგ, სადაც სარეკრეაციო მარიხუანას სრული ლეგალიზება მოხდა. ახალი კანონის მიხედვით, მოქალაქეებს აქვთ უფლება ატარონ 30 გრამის ოდენობის კანაფი საჯარო სივრცეში, ხოლო სახლში გაზარდონ 4 ძირი მარიხუანა.
    скачать dle 12.0