6-06-2019, 13:37
36




  • ზაფხულის ცხელ დღეებში ტემპერატურის მატება დიდსა თუ პატარას ერთნაირად აწუხებს, თუმცა მშობლების განსაკუთრებული საზრუნავი პატარები არიან და ხშირად სვამენ კითხვებს, რა ჩააცვან შვილებს, რითი გამოკვებონ, გამოიყენონ თუ არა კონდიციონერი, ხომ არ გააცივებს ნაყინი ან ცივი წყალი და ა.შ.
    სეზონისთვის დამახასიათებელ, მშობლების აქტულურ კითხვებს, პასუხობს ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი:-პირველ რიგში, ბავშვს უნდა ჩავაცვათ სეზონის შესაბამისად. მას აუცილებლად უნდა ეცვას გრილად და თუ შევამჩნიეთ, რომ გაოფლიანდა, უნდა გავაკონტროლოთ მისი ჩაცმულობა. იმიტომ, რომ ხშირად გაოფლიანების მიზეზი არასწორად შერჩეული სამოსია. მოგეხსენებათ, ქართველებს მომეტებული ზრუნვა გვიყვარს და ამ დროს უფრო ვუშვებთ შეცდომებს ხოლმე. დღესაც მოჰყავთ ცხელ დღეებში ბავშვები ჩემთან ნაქსოვი შალის წინდებით და რეიტუზებით, ამას დამატებული რამდენიმე ბოდე ზომის მიხედვით, უმკლავო, მერე მოკლე მკლავიანი, კიდევ უფრო გრძელმკლავიანი და ა.შ. ეს არ არის დასასრული, ამას გარდა პატარას შემოცმული აქვს ზემოდან ჟაკეტი.როგორც კი ტემპერატურული რეჟიმი იცვლება, ბავშვის ორგანიზმის გადახურება იწყება, ამიტომ სეზონის შესაბამისად უნდა ვატაროთ პატარები. რაც შეეხება, საღამოს საათებს, როცა არის საფრთხე მწერების და გვინდა თავიდან ავარიდოთ ბავშვს კოღოებისა თუ მოსკიტების ნაკბენი, უნდა ჩავაცვათ პატარებს თხელი გრძელი შარვალი და ასევე გრძელმკლავიანი
    скачать dle 12.0