30-05-2019, 22:47
3 899



  • "ეს მისი სულის გამოსაფხიზლებლად იყო" - "ოცნების" დეპუტატი მაია ასათიანის შვილის დაღუპვაზეც დამცინავ პოსტებს წერდა

    16:57 2019-05-30
    ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში ჟურნალისტ სალომე ბარკერის დის არასრულწლოვანი გოგოს, დაღუპვის შესახებ დამცინავი პოსტი დაწერა. როგორც მის გვედზე ვკითხულობთ, დეპუტატი მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებაზეც წერდა.




    საკრებულოს წევრის პოსტი ამ დროისთვის წაშლილია ხოლო, ნანა კოსტავას თქმით, ჟურნალისტის ოჯახის ტრაგედიის შესახებ "არაფერი იცოდა".

    "ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება....ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ" - წერს საკრებულოს წევრი.

    შეგახსენებთ, რომ კვირას 26 მაისს ლაგოდეხში ტრაგიკულ შემთხვევას 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილი ემსხვერპლა. 

    არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და იქიდან გამოსვლა ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
    скачать dle 12.0